19 აპრილი 2024,   15:07
ვრცლად
"კურიერმა" მარნეულში მოკლული მამაკაცის ვინაობა გაარკვია

მკვლელობა მარნეულში - 45 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი მრავლობით დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

"კურიერმა" მოკლულის ვინაობა გაარკვია - 45 წლის კაცი ვილალაიათ ორუჯოვია. ჩასაფრებულმა მამაკაცმა მას ცეცხლი გაუხსნა და 7 ტყვია გაისროლა. 

ცეცხლსასროლი იარაღი ეჭვმიტანელმა ადგილზე დატოვა, რაც შეეხება მოტივს, ერთ-ერთი ვერსიით, მოკლულსა და ეჭვმიტანელს წარსულში პირადი დაპირისპირება ჰქონდათ.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები