26 დეკემბერი 2024,   13:51
ვრცლად
საზოგადოება მზად არის ცვლილებებისთვის, მოითხოვს და ელოდება პოლიტიკურ ცვლილებებს - სალომე სამადაშვილი

გუშინდელ საპროტესტო აქციაზე შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, საზოგადოება მზად არის ცვლილებებისთვის და ბრძოლა აუცილებლად ბოლომდე იქნება მიყვანილი.

"გასული ორი კვირის მანძილზე სამჯერ საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში, მათ შორის ყველანაირი პოლიტიკური შეხედულების. მსგავსი საჯარო პროტესტი აჩვენებს იმას, რომ ჩვენი საზოგადოება მზად არის ცვლილებებისთვის, მოითხოვს და ელოდება ამ პოლიტიკურ ცვლილებებს. პოლიტიკური ბრძოლა არის პროცესი აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ამ ბრძოლას," - განაცხადა "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე კი აცხადებს, რომ საზოგადოება აქციის ორგანიზატორებისგან პროცესის მეტ რადიკალიზებას მოელოდა.

"გუშინ ათიათასობით ადამიანი გამოვიდა გაბრაზებული და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოავლინა გაბრაზებულმა ხალხმა. ძალიან გაბრაზებული იყო ხალხი, მათ შორის, აქციის ორგანიზატორებზე რომ მეტი რადიკალიზება რატომ არ მოხდა პროცესის," - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ. 

დღის ამბები