15 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
ომბუდსმენი ჩამოყალიბდა სუბიექტურ ინსტიტუტად, ნინო ლომჯარია არ შეიტანს "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ ასეთ სარჩელს - გურამ მაჭარაშვილი

სახალხო დამცველის განცხადებას, "ალტ-ინფოს" ბაზაზე დაფუძნებული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" აკრძალვის თაობაზე უკვე გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნინო ლომჯარია იქცა სუბიექტად, რომელიც არის ერთი კონკრეტული პარტიის დამცველი და ინტერესების გამტარებელი. 

"სამწუხაროდ, სახალხო დამცველი ჩამოყალიბდა სუბიექტურ ინსტიტუტად, უფრო სწორად, თანამდებობის პირად. თუ ვინმემ შეიძლება, თქვას, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ზოგადად პოლიტიკური ძალა უნდა აიკრძალოს, ეს არის სწორედ ომის პარტია, რომელსაც ღიად აქვს უკვე ასეთი ტიპის განცხადებები. სწორედ აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ ნინო ლომჯარია არ შეიტანს "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ასეთ სარჩელს, იმიტომ, რომ მისი უფლებების დამცველი გახდა და ეძებს ისეთ პარტიებს სადაც ნახავს, რომ რაღაც საკითხი დღის წესრიგში შემოიტანოს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი გურამ მაჭარაშვილი. 

ომბუდსმენმა მოამზადა სარჩელი პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" აკრძალვის თაობაზე, რომელიც არის"ალტ-ინფოს" ბაზაზე დაფუძნებული და რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება. გამომდინარე იქიდან, რომ ომბუდსმენს არ აქვს უფლებამოსილება აღნიშნული საქმით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ლომჯარიას დეპუტატების იმედი აქვს. 

დღის ამბები