15 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
თუ ადრე ფორმალური ზღვარი მაინც არსებობდა ენმ-სა და რამდენიმე ყველაზე მდიდარ "ენჯეოს" შორის, ეს ფორმალური ზღვარიც მთლიანად წაიშალა - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას უკვე ფორმალურად უნდა პოლიტიკაში შესვლა.

კობახიძის შეფასებით, თუ ადრე ფორმალური ზღვარი მაინც არსებობდა ენმ-სა და რამდენიმე ყველაზე მდიდარ "ენჯეოს" შორის, ეს ფორმალური ზღვარიც მთლიანად წაიშალა.

"თუ ადრე ფორმალური ზღვარი მაინც არსებობდა "ნაცმოძრაობასა" და რამდენიმე ყველაზე მდიდარ "ენჯეოს" შორის, თუმცა ბოლო აქციის შემდეგ ეს ფორმალური ზღვარი მთლიანად წაიშალა. მათ საკუთარი პოლიტიკური ამბიცია პირდაპირ დააფიქსირეს და ახლა უჭირთ, გამოვიდნენ ამ პოლიტიკური ნიშიდან. ახლა უკვე ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რაც პირდაპირ გულისხმობს ამ ყველაფრის ფორმალიზებას. სადაც დღეს არიან, ეს არის ოფიციალური პოლიტიკა და აქ უკვე ფორმალურადაც უნდათ შესვლა. 

პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებიან, ისინი იძულებული იქნებიან, პოლიტიკურ პროცესში შევიდნენ, გამჭვირვალედ მიიღონ და დახარჯონ ფინანსები, ასევე მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. მერწმუნეთ, ეს ყველაზე მდიდარი სამი "ენჯეო" რომ აიღოთ, არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღონ, როგორც პოლიტიკურმა პარტიამ, ერთ პროცენტსაც ვერ აიღებენ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები