საპარლამენტო უმრავლესობა ესპანეთის სამეფო კონგრესის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, პაუ მარი-კლოსეს შეხვდა. დახურულ კარს მიღმა მხარეებმა როგორც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ასევე ის გამოწვევები განიხილეს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით აქვს.
ესპანეთის სამეფო კონგრესის წარმომადგენლები საპარლამენტო ოპოზიციურ ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებსაც შეხვდნენ.