15 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
"ჩვენ მათთვის პრობლემა ვართ და ეს კიდევ ერთი გამარჯვებაა"- კონსტანტინე მორგოშია ომბუდსმენის სარჩელზე

სახალხო დამცველი „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ითხოვს. ომბუდსმენმა სარჩელი მოამზადა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება.

ომბუდსმენის ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი კონსტანტინე მორგოშია. მისი თქმით, ლომჯარიას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია იმის დასამტკიცებლად, რომ აღნიშული მოძრაობა თანამშრომლობს უცხო ქვეყანასთან. 

"სამართლებრივად ჩვენი იურისტები გაჰყვებიან თემას, მე ვერ გეტყვით, რომ დააიგნორებენ და სასამართლოზე არავინ არ მივა - მივალ, თავისთავად ცხადია. ჩვენს შემთხვევაში, ლომჯარიას და არავის, არანაირი მტკიცებულება არ აქვს, ჩვენი კავშირის უცხო ქვეყნის სამსახურებთან, რომ ჰქონდეთ, გამოააშკარავებდნენ ამას. ეს არის ერთადერთი ის თემა, რომ ჩვენ მათთვის პრობლემა ვართ და ეს ჩვენი კიდევ ერთი გამარჯვებაა. ზუსტად იმავე ლოგიკით, ძალიან ბევრ პარტიას მოუწევს პასუხის გაცემა, სასამართლოს წინაშეც და საზოგადოების წინაშეც, იგივე "ნაციონალურ მოძრაობას" და მის ანასხლეტებს,"-აცხადებს კონსტანტინე მორგოშია. 

დღის ამბები