საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილის თქმით, სარჩელთან დაკავშირებით ფორმალური მუშაობა უკვე დასრულებულია და ახლა უკვე გრძელდება გასაუბრება თუ ვინ შეიტანს საკონსტიტუციო სასამართლოში ომბუდსმენის მიერ მომზადებულ სარჩელს.
გიორგი ბურჯანაძის თქმით, საუბარია, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, ასევე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელზე, თუმცა კონკრეტულად რომელი დეპუტატები შეიტანენ სარჩელს, ჯერჯერობით უცნობია .
"მიგვაჩნია, რომ ამ პარტიის წარმომადგენლების მიერ განხორციელებული არაერთი ქმედება, რომელიც ძალადობის წახალისებას ეხებოდა, რომელიც ეხებოდა ომის პროპაგანდას, რომელიც შეეხებოდა სხვადასხვა ტიპის შუღლის გაღვივებას, რაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი კონსტიტუციის 23-ე მუხლს ეწინააღმდეგება და არღვევს ადამიანის უფლებების სტანდარტებს.
ასევე ერთ-ერთი წინაპირობაა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ევროპული კომისიისგან შეეხება სწორედ იმას, რომ მოხდეს უფლებადამრღვევების მიმართ ჯეროვანი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ მოვამზადეთ ეს კონსტიტუციური სარჩელი, ეს არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და რამდენ იმ პარლამენტარი, რომელსაც ჩვენ მივაწოდეთ ეს კონსტიტუციური სარჩელი,"-აცხადებს გიორგი ბურჯანაძე.