რა ნაბიჯები უნდა გადადგას ევროკავშირმა ტრიოს ქვეყნების მიმართ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის - უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთან დაკავშირებით შეხვედრა დღეს ბრიუსელში გაიმართება.
განხილვას ევროპული პოლიტიკის ცენტრის მთავარი დირექტორი, მაკეი პოპოვსკი, ევროპული კომისიის წევრებთან ერთად წარუძღვება. შეხვედრა თბილისის დროით პირველ საათზე უნდა დაიწყოს.
შეგახსენებთ, 23 ივნისს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა შეხვედრაზე, ევროპული საბჭომ სამივე ქვეყნის მიმართ მათი ევროპული პერსპექტივა დაადასტურა. ამავე დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ბრიუსელმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრის სტატუსი მიანიჭა, საქართველო კი ამ სტატუსს რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში მიიღებს.