26 დეკემბერი 2024,   18:21
ვრცლად
"პაპუაშვილთან კონსულტაციებს არ ესწრება "ლელო", ენმ და ჭიჭე ვაშაძის "კამანდა", ადამიანები, რომლებიც იმართებიან, რათა ქვეყანა ქაოსში შეიყვანონ" - ირაკლი ზარქუა

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ევროკომისიის 12 პუნქტიან რეკომენდაციასთან დაკავშირებით ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობას და შალვა პაპუაშვილთან კონსულტაციებზე არ დასწრებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აღნიშნულ პარტიებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა სურთ.

"არ ესწრება "ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და ჭიჭე ვაშაძის "კამანდა". ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივად იმართებიან, რომ ქვეყანა რამენაირად ქაოსში შეიყვანონ. მეტი არანაირი საფუძველი არ აქვთ. შენ სანამ უნდობლობა გექნება, ხომ უნდა ჩაერთო პროცესში, გაიგო რას გეუბნებიან. არ აქვთ ამის სურვილი. რატომ? იმიტომ, რომ აწყობენ ობსტრუქციას რამენაირად დაძაბონ თემა. კიდევ ერთხელ ვამბობ, "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე აქამდე მოვიდა ქვეყანა, აქამდე ეკონომიკური ზრდა გვაქვს ძალიან მაღალი და იმის იქითაც წავალთ," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, დეპოლარიზაციის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა დღეს გაიმართება.

დღის ამბები