26 დეკემბერი 2024,   18:25
ვრცლად
რატომ გადადგა ბორის ჯონსონი, რომელსაც ზურგი არა მხოლოდ ოპოზიციამ, არამედ საკუთარი გუნდის წევრებმაც აქციეს

"პოლიტიკაში არავინაა შეუცვლელი" - ეს ჯონსონის სიტყვებია. მთავრობის ლიდერს უნდობლობა ერთმანეთის მიყოლებით 55-ზე მეტმა მაღალჩინოსანმა გამოუცხადა. ჯონსონი საკუთარი პოზიციების გამყარებას პარლამეტში მწვავე დებატების დროს ეცადა, თუმცა უშედეგოდ - მას საკუთარი პარტიიდან და სამთავრობი კაბინეტიდანაც ზურგი აქციეს.

ყველაფერი კი ე.წ ფართი-გეითის სკანდალით დაიწყო, საქმეში ფიგურირებს სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული "კონსერვატორების" პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერიც, მან ბოდიში მოიხადა და გადადგა, თუმცა როგორც ირკვევა, პინჩერის წინააღმდეგ საჩივარი 3 წლით ადრეც არსებობდა, რომლის შესახებაც ჯონსონი საქმის კურსში იყო და ამის მიუხედავად, ის მაღალ თანამდებობაზე დანიშნა.

ჯონსონის მორიგი ბოდიში საკმარისი უკვე არა მხოლოდ ოპონენტებისთვის, არამედ მისი პარტიის მოქმედი, თუ ყოფილი წევრებისთვისაც აღარ აღმოჩნდა.

ბორის ჯონსონის გადადგომაზე მოსახლეობაში აზრი ორად იყოფა.  გაერთიანებულ სამეფოს ახალი პრემიერი, სავარაუდოდ, ოქტომბერში ეყოლება.

დღის ამბები