"კოლექტიურ დასავლეთს ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება უნდა. დასავლეთს უნდა ჩვენთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე", - ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, დასავლეთის მცდელობები, მსოფლიოს თავისი ახალი დღის წესრიგი მოახვიოს, მარცხისთვისაა განწირული.
"რუსეთს უკრაინაში ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია" - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი კი ამბობს, რომ კოლექტიური დასავლეთის გეგმა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ რუსული ჯარი, რომელიც სუვერენულ უკრაინაში შეიჭრა.
"პუტინის მანტრა"ომი ბოლო უკრაინელამდე" რუსეთის მხრიდან მიზანმიმართული გენოციდის კიდევ ერთი დასტურია" - აცხადებს პოდოლიაკი.