იაპონიის ექს - პრემიერზე მომხდარ თავდასხმას, საშინელი ტრაგედია უწოდა სალომე ზურაბიშვილმა.
"საშინელი ტრაგედიაა, მთელი საქართველო შოკირებულია. შინზო აბე იყო საქართველოს მეგობარი, ასევე ძლიერი საერთაშორისო ფიგურა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ,"- წერს საქართველოს პრეზიდენტი.
იაპონიის ყოფილ პრეზიდენტს დღეს საარჩევნო კამპანიის დროს დაესხნენ თავს და 2-ჯერ ესროლეს. 67 წლის პოლიტიკოსი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.