26 დეკემბერი 2024,   23:17
ვრცლად
ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელის, ნიკა სანდოხაძის 2 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელის, ნიკა სანდოხაძის 2 წლის გოგონას, ნინა სანდოხაძეს დაუსვეს იშვიათი დიაგნოზი: იუვენილური ართრიტი სისტემური დასაწყისით.

საქართველოში ჩატარებულმა ოთხთვიანმა მკურნალობამ სამწუხაროდ შედეგი ვერ გამოიღო, პრეპარატებმა გამოიწვია ძლიერი რეაქცია, რამაც ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა. პატარა ნინას სასწრაფოდ ესაჭიროება გერმანიის რევმატოლოგიურ კლინიკაში გადაყვანა, ზუსტი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობა, რადგან ნინას აქვს მაღალი ტემპერატურა, გადიდებულია ღვიძლი, გულის პერიკარდში ჩამდგარია სითხე.

ბავშვს აქვს გამონაყარი და განიცდის სახსრების ძლიერ ტკივილს.

დახმარების შემთხვევაში ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ დარიცხოთ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე: 

GE58TB7854045061100013
მიმღები: მარიამ კუტალაძე

GE25BG0000000163049600
მიმღები: ნიკა სანდოხაძე

დღის ამბები