15 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
დეპოლარიზაცია და ევროინტეგრაციის პროცესი - ხვალიდან, მმართველი გუნდი ხვალიდან პარლამენტში კონსულტაციებს იწყებს

მიზანი საერთოა, თუმცა ხედვები განსხვავებული. ოპოზიციის ნაწილი მმართველ პარტიასთან თანამშრომლობას კვლავ არ გეგმავს და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას საკუთარი დღის წესრიგით აპირებს. რიგგარეშე სხდომების ჩატარებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების გარეშე, ოპოზიცია პროცესს არ ენდობა.

ოპოზიციასთან ერთად თუ მათ გარეშე, მმართველი პარტია რეკომენდაციების შესრულებას საკუთარი გეგმის მიხედვით აპირებს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ოპონენტები თანამშრომლობაზე უარის თქმით, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას აზიანებენ.

ბოიკოტს პროცესებისადმი დამაზიანებელად მიიჩნევს ოპოზიციის იმ ნაწილიც, რომლებიც კონსულტაციებში მონაწილეობენ. პარტია "გირჩი" და "მოქალაქეები" როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ევროპული პერსპექტივის განსახორციელებლად მხარეებს პარტიული ინტერესების მეორე პლანზე გადაწევას ურჩევენ.

მმართველი პარტია ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ოპონენტებთან ერთად კონსულტაციებში მონაწილეობის მისაღებად "ქართული ოცნება" სამოქალაქო სექტორსაც იწვევს. საკანონმდებლო დონეზე მუშაობა, როგორც სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, ინკლუზიურ ჩართულობას მოითხოვს.

საკანონმდებლო ორგანოში ხვალ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში უნდა მომზადდეს კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის უფრო მეტ დამოუკიდებლობას, ანგარიშვალდებულებასა და მიუკერძოებლობას.

დღის ამბები