26 დეკემბერი 2024,   22:58
ვრცლად
ყოფილი თავდაცვის მინისტრი ქართული ჯარის შესახებ - გია ბარამიძეს საკუთარ განცხადებაზე განმარტების გაკეთება მოუწია

ყოფილ თავდაცვის მინისტრს ქართულ ჯართან დაკავშირებით, მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ახალი განმარტების გაკეთება მოუწია. გია ბარამიძე რუსეთთან ომის შემთხვევაში მიიჩნევს, რომ ჯარი მტერს წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევს. ნაციონალური მოძრაობის წევრი თვლის, რომ ეს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამსახურებაა.

გიორგი ბარამიძის თქმით, მისი კრიტიკა უშუალოდ ჯარისკაცებისკენ არ იყო მიმართული და მის გამოსვლაში პოლიტიკურ ხელმძღვანელებს გულისხმობდა.

მიზანმიმართული დისკრედიტაცია - ასე აფასებს თავდაცვის მოქმედი მინისტრი უწყების ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებას. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, გიორგი ბარამიძის პოზიცია ერთ-ერთი ყველაზე რეპუტაციული ინსტიტუტის, ქართული არმიის დაკნინების მცდელობაა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის და ძალოვანი უწყების ყოფილი ხელმძღვანელის შეფასებას კოლეგა პარტიებში არ იზიარებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კრიტიკა მისაღებია, თუმცა ისეთ სენსიტიურ საკითხთან მიმართებაში, როგორიც ჯარია, ბალანსის დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ.

ყოფილი თავდაცვის მინისტრის პოზიციას კრიტიკა მოყვა მმართველი პარტიის მხრიდან. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ბარამიძეს წარსული შეახსენეს და მის დამოკიდებულებას ჯარის მიმართ შეურაცხმყოფელი უწოდეს.

გიორგი ბარამიძემ ქართულ ჯარზე საუბარი საქართველოს შესაძლო ომში ჩართვის კონტექსტში ისაუბრა. ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ქართულ არმიას, რომელსაც წლების განმავლობაში თავად ხელმძღვანელობდა, ბრძოლისუნარიანობა დაუწუნა.

დღის ამბები