15 მარტი 2025,   05:21
ვრცლად
ბაიდენი სენატს მიმართავს, დაიწყოს მუშაობა 1949 წლის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების პროტოკოლის რატიფიცირებაზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      აშშ-ის პრეზიდენტმა სენატს წერილით მიმართა, რომ დაიწყონ რატიფიცირება 1949 წლის ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების პროტოკოლზე, რადგან მოხდეს ოქმების შედგენა ფინეთის რესპუბლიკისა და შვედეთის სამეფოს ნატოში შეერთების თაობაზე.

      როგორც ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, ოქმებს ხელი მოეწერა ბრიუსელში, 2022 წლის 5 ივლისს შეერთებული შტატებისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების სხვა მხარეების სახელით.

      ნატოს წევრი ყველა ქვეყნის პროტოკოლების სრული რატიფიცირება საშუალებას მისცემს ფინეთს და შვედეთს გახდნენ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მხარეები და წევრები.

      "მე ვთხოვ სენატს, გააგრძელოს მუშაობა ჩემს ადმინისტრაციასთან ძლიერი და თავისუფალი ევროპის წინსვლისთვის" - აღნიშნა ბაიდენმა.

      მან ასევე ყველა მოკავშირეს მოუწოდა, რომ რატიფიკაციის პროცესი დაჩქარებულად გაიარონ.

      დღის ამბები