პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა", სავარაუდოდ, კიდევ ერთ საპარლამენტო მანდატს კარგავს.
საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში დეპუტატ ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დგას, რასაც, თავის მხრივ, ვარშალომიძის მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა იწვევს.
საკითხს 14 ივლისის სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს და დასკვნას უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარადგენს.
მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტში ვარშალომიძის ადგილმონაცვლე ვერ შევა, რადგან ოპოზიციის, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიები გაუქმებულია. ოპოზიციას კი, ჯამში, პარლამენტში 6 მანდატი ექნება დაკარგული