26 დეკემბერი 2024,   23:27
ვრცლად
მთის კვირეულისთვის მზადება აქტიურ ფაზაში შედის - ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში თვლიან, რომ კვირეული ვიზიტორთა ნაკადს მნიშვნელოვნად გაზრდის

მთის კვირეულისთვის მზადება აქტიურ ფაზაში შედის. ტრადიციული კერძები, ქსოვის და რეწვის გაკვეთილები, მუსიკა და ყველაფერი რაც მთასთან კავშირშია, დამთვალიერებელს კვირის ბოლოს ელოდება. ღონისძიებების ინიციატივა საქართველოს მთავრობას ეკუთვნის და მას ერთი მიზანი აქვს, ის რომ ჩვენი ქვეყნის კუთხეები მოგზაურებისა და ტურისტებისთვის უფრო საინტერესო გახდეს.

ხინკალი, როგორც მთის იდენტობის ნაწილი ფესტივალის მთავარი შემადგენელია. საქართველოს მასშტაბით, ცნობილი შეფ-მზარეულები გამოწვევაში ერთვებიან და მასტერკლასს, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის გამართავენ. იქნება სიურპრიზებიც და ექსპერიმენტებიც, მზარეულები სტუმრებს ხინკლის სხვადასხვა ვარიაციას შესთავაზებენ, შენარჩუნდება ტრადიციული სახეც.

ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში თვლიან, რომ კვირეული ვიზიტორთა ნაკადს მნიშვნელოვნად გაზრდის. მათივე თქმით, ღონისძიება ადგილობრივებისთვის ეკონომიკური სარგებლის გარდა, ტურისტული პოტენციალის ზრდის ფაქტორიც იქნება.

მთის კვირეული 16 ივლისს თუშეთსა და ყაზბეგში დაიწყება, მოგვიანებით, უკვე 23 ივლისს ღონისძიება მესტიასა და შოვში გადაინაცვლებს.

დღის ამბები