26 დეკემბერი 2024,   23:24
ვრცლად
გამამხნევებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინ წაწია შეთავაზების პროცესი, რომ ამ პროცესმა გადაინაცვლოს პარლამენტში

საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი აცხადებს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გარკვეული სამუშაოები აქვს ჩასატარებელი.

როგორც ელჩმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, არ არსებობს სხვა დღის წესრიგი გარდა ამ 12 რეკომენდაციისა.

"საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. ჩვენ გარკვეული სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. არის მკაფიო დღის წესრიგი, რომელიც ევროკავშირმა გამოაქვეყნა. არ არსებობს სხვა დღის წესრიგი, გარდა ამ 12 რეკომენდაციისა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კონსტრუქციული ძალა გაერთიანდეს, რათა იყოს პროგრესი ამ რეკომენდაციებთან მიმართებით.

ვფიქრობ, გამამხნევებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინ წაწია შეთავაზების პროცესი, რომ ამ პროცესმა გადაინაცვლოს პარლამენტში. ასევე, გამამხნევებელია, რომ სამოქალქო საზოგადოებამ საკუთარი შეთავაზება გააკეთა. ვფიქრობ, ქვეყნისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი არის ახლა, რომ იმუშაოთ ამ რეკომენდაციებზე," - აცხადებს დიეგო კოლასი. 

დღის ამბები