26 დეკემბერი 2024,   23:38
ვრცლად
ვიცი, რომ ეს რთული დღეები გაივლის და ამ ომის შემდეგ უკრაინა აღდგება უფრო ძლიერი და უფრო შემართებული - სალომე ზურაბიშვილი 

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში უკრაინელ ხელოვან ქალთა ნამუშევრების გამოფენას "ჩამოქცეული ცა" უმასპინძლა.

"ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, აქ, ორბელიანების სასახლეში ვუმასპნძლოთ პირველ გამოფენას, ვიცი, შემდეგ კიდევ იქნება სხვადასხვა გამოფენა და გამოფენა-გაყიდვები სხვა გალერიებშიც, მაგრამ აქ გამოფენას სხვა დატვირთვა აქვს. ეს სწორედ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს დამოკიდებულების გამოხატვაა არა მხოლოდ თქვენ მიმართ, არამედ თქვენი ქვეყნისა და იმ მდგომარეობის მიმართ, რომელშიც დღეს თქვენი ქვეყანა იმყოფება. თქვენი აქ ყოფნა, ამ გამოფენის გამართვა უკვე განაცხადია.

განაცხადია იმისა, რომ ჩვენ თქვენთან ვდგავართ და ვიცით, რა მძიმე ფასს იხდის თქვენი ქვეყანა ამ საერთო მიმართულებაში, რასაც ჩვენი ერთობლივი, ევროპული გზა ჰქვია. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ერთად და რაც შეიძლება სწრაფად ვიაროთ ამ გზაზე, რადგან ნამდვილი უსაფრთხოება რეალურად მიღწეულია, როცა იმ ოჯახში ხარ, სადაც ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთის უსაფრთხოებაზე ზრუნავს ყველა. ეს ჩვენი მომავალია. მე ამ მომავალს გისურვებთ თქვენ და ვუსურვებ ჩვენს ხალხს. ვიცი, რომ ეს რთული დღეები გაივლის და ვიცი, რომ ამ ომის შემდეგ უკრაინა აღდგება უფრო ძლიერი და უფრო შემართებული," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები