15 ნოემბერი 2024,   12:59
ვრცლად
რაც უფრო მეტ საუბრობს ოპოზიცია რიგგარეშე სხდომაზე, მით უფრო სამარცხვინო მდგომარეობაში იყენებს საკუთარ თავს - რატი იონათამიშვილი

მმართველი გუნდი ოპოზიციის ნაწილის ულტიმატუმს და მოთხოვნას პარლამენტის რიგგარეშე სესიის დანიშვნაზე არაადეკვატურად მიიჩნევს.

"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ამ მოთხოვნით ოპოზიცია სამარცხვინო მდგომარეობაში იგდებს თავს.

მათივე თქმით, ამ პოზიციამ კიდევ ერთხელ აშკარა გახადა, რომ პოლიტიკოსების ნაწილი მხოლოდ ვიწრო პარტიული მიზნებით ინტერესდება.

"სწორი მიდგომა, რასაკვირველია, არის ის თემა, რომელიც დღეს უნდა იყოს ყველაზე აქტუალური, მათ შორის, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის განსახილველად და მაინც ითხოვენ ამ რიგგარეშე სხდომის ჩატარებას. ამ დროს კი გაწერილია ყველაფერი," - განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ.

"რაც უფრო მეტ საუბრობს ეს ოპოზიცია რიგგარეშე სხდომაზე, მით უფრო სამარცხვინო, სასაცილო და აბსურდულ მდგომარეობაში იყენებს საკუთარ თავს. დააანონსეს რომ ექნებოდათ ალტერნატიული გეგმა და ამ გეგმის ფარატინა ფურცელზეც ჩამოწერაც კი ვერ შეძლეს," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა

დღის ამბები