ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის დაწყებას პოლიტიკოსები ეხმიანებიან.
"ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ ყოველ 6 თვეში ერთხელ კონკურსი
პროცესისთვის დამაზიანებელია. ოპოზიცია კი აქცენტს კანდიდატთა შერჩევის ინკლუზიურობასა და ნდობის მნიშვნელობაზე აკეთებს.
ცესკოს ორ წევრს უფლებამოსილების 6-თვიანი ვადა აგვისტოში ეწურებათ. შესაბამისი კომისიის შექმნისა და კონკურსის გამოცხადების შესახებ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ გამოსცა. დაინტერესებულ პირებს საბუთების წარდგენა 26 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ.