07 სექტემბერი 2026,   06:51
ვრცლად
თბილისში ევროპის 20 წლამდე კალათბურთელთა ჩემპიონატის B დივიზიონმა სტარტი აიღო

თბილისში სტარტი აიღო ევროპის 20-წლამდე კალათბურთელთა ჩემპიონატის "ბ" დივიზიონმა. ტურნირში კონტინენტის 19 ნაკრები მონაწილეობს. ჩემპიონატის გამარჯვებული და 2 პრიზიორი 2023 წელს "ა" დივიზიონში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს. საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ტურნირისთვის საგანგებოდ მოემზადა.

ჩვენმა გუნდმა ტურნირამდე 3 შეკრება გამართა, შემდეგ კი საბერძნეთსა და თურქეთში 4 სპარინგ-მატჩი გამართა. ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის თამაშებს როგორც ოლიმპიური სასახლე, ასევე ახალი "თბილისი არენა" უმასპინძლებს. პირველ შეხვედრას ქართველი კალათბურთელები 16 ივლისს ავსტრიის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 19 საათზე დაიწყება.

დღის ამბები