22 აგვისტო 2026,   14:02
ვრცლად
ვაზიანში გამართულ სწავლებაში, საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალები, ბრიტანეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ

ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა. სწავლებაში სპეციალური ოპერაციების ძალები და რეინჯერთა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები, გაერთიანებული სამეფოს სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ.

დასკვნით საველე სწავლებაში ჯგუფებმა წინასწარ განსაზღვრულ რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკა აღმოაჩინეს და ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "ჯაველინის" მეშვეობით გაანადგურეს.


დღის ამბები