22 აგვისტო 2026,   20:04
ვრცლად
ისრაელი თურქეთის პრეზიდენტს "ანტისემიტ დიქტატორს" უწოდებს - ერდოღანი კი განცხადებას "იაფფასიან პოლიტიკურ მანევრს"

ისრაელი თურქეთის პრეზიდენტს ანტისემიტ დიქტატორს უწოდებს. ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელის წინააღმდეგ აგრესიის სირიაში გავრცელებას ცდილობს. ნეთანიაჰუს ასევე ბრალს დებენ ქურთების განადგურებასა და "ჰამასის" ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემაში.

ისრაელის ხელისუფლების განცხადებებს მალევე უპასუხეს თურქეთში. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს არის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი გუნდის მიერ განხორციელებული "იაფფასიანი პოლიტიკური მანევრი", რომელიც, ასევე მიმართულია არჩევნებში ნეთანიაჰუს პირადი უპირატესობის მოსაპოვებლად.

დღის ამბები