27 დეკემბერი 2024,   04:51
ვრცლად
"აშშ არის საქართველო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერი, ასე იყო ბოლო 30 წლის გამავლობაში"- კელი დეგნანი 

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში საკმაოდ ვრცლად უპასუხა იმ დეპუტატებს, რომლებმაც "ქართული ოცნება" დატოვეს. 

კელი დგენანის განცხადებით, აშშ არის საქართველო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერ მხარდამჭერი, ასე იყო ბოლ 30 წლის გამავლობაში, რომელიც გამოიხატებოდა  ბევრი მიმართულებით. 

"აშშ არის საქართველო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერ მხარდამჭერი, ასე იყო ბოლო 30 წლის გამავლობაში, ეს გამოიხატებოდა ბევრი მიმართულებით იმისთვის, რომ ხალხის სურვილი ახდეს და მათ ჰქონდეთ სტაბილური განვითარებული ქვეყანა. კარგია, როცა არჩეული პირები გამოხატავენ ხალხის ინტერესებს და მიმაჩნია, რომ თავად ამომრჩევლებიც ბედავენ ამას. ვიცი, რომ ამომრჩევლების უმრავლესობას აქვს სურვილი ქვეყანა იყოს ინტეგრირებული ევროკავშირში, ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რომ 12 რეკომენდაცია შესრულდეს.

ამას მოელის ამომრჩეველი თავისი არჩეული პარლამენტის წევრებისგან. შეერთებული შტატები ყველანაირად ცდილობს, რომ დამყარდეს მშვიდობა და პუტინის ომი არ უნდა გადავიდეს სხვა ქვეყნებზე, ამისთვის ჩვენ ბევრს ვშრომობთ. ეს ომი დაიწყო პუტინმა და მასვე შეუძლია ეს ომი დაასრულოს. ჩვენი ვაკეთებთ ყველაფერს, რომ აღდგეს მშვიდობა, გავაგრძელებთ საქართველოსთან თანამშრომლობას, რომ ის გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. მე, როგორც ამერიკის ელჩი საქართველოში ვახორციელებ ამერიკის საგარეო პოლიტიკას იმისთვის, რომ ქვეყანა თავის მიზნებს მიაღწიოს,"-აცხადებს კელი დეგნანი.

დღის ამბები