27 დეკემბერი 2024,   05:23
ვრცლად
პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სესიას იწვევს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის რიგგარეშე სესიას იწვევს. პრეზიდენტის განკარგულებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

"საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია 2022 წლის 18 ივლისიდან", - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განკარგულებაში. 

ცნობისთვის, პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნით ოპოზიციამ მიმართა. ისინი აცხადებე, რომ რიგგარეშე სესიაზე უნდა დაისვას საკითხები, რაც წევრობის კანდიდატობის სტატუსისთვის 12-პუნქტიანი გეგმის სწრაფად შესრულებისთვის არის საჭირო.

დღის ამბები