27 დეკემბერი 2024,   04:40
ვრცლად
გადაწვეტილება ლოგიკურია, ვისიც არ უნდა იყოს, ზურაბიშვილს ერთი პუნქტის შესრულება თავადაც შეუძლია - რა შეფასებები მოჰყვა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში

პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სესიის მოწვევაზე განკარგულება გაცემა ოპოზიციისთვის მისასალმებელია. ის ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელთა მიმართვაც პრეზიდენტმა გაითვალისწინა, გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან. 

"ეს გადაწვეტილება ლოგიკურია, ვისიც არ უნდა იყოს. სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი, რომელიც აღიარებს იმას, რომ ახლა დასვენების დრო ნამდვილად არ არის და არც არდადეგებზე წასვლის, ეს ნორმალურია. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ერთი პუნქტის შესრულება თავადაც შეუძლია, როდესც საუბარია დეპოლარიზაციაზე.

რაც ამ 12 პუნქტს ეხება ცხადია ვაპირებთ ყველა მიმართულებით ვითანამშრომლოთ ყველასთან, რაც არ უნდა ცუდი მოწინააღმდეგე იყოს," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პრეზიდენტის გადაწვეტილება მოცემული რეალობის შესაფერისია. მისი თქმით, თუ სხდომა შედგება, ეს ოპოზიციას შანსს მისცემს, რომ "ქართულ ოცნებასთან" მუშაობა გააგრძელოს. 

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მიმართვა გაითვალისწინა და რიგგარეშე სესია მოიწვია. პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტში შევიდა.

დღის ამბები