15 ნოემბერი 2024,   13:04
ვრცლად
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის სკანდალური განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა - რას აცხადებენ ოპოზიციაში

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის სკანდალური განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა.

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის თქმით, გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, მას საელჩოს თანამშრომელთან შეხვედრა ჰქონდა , რომელიც საქართველოში შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით იმყოფება. ლაშა ჩხიკვაძე ამბობს, რომ სწორედ ამ შეხვედრის დროს გააფრთხილეს, რომ ის ამოღებულია ამერიკაში წამსვლელ მოსამართლეთა სიიდან.

"ძალიანაც კარგი, რომ ვერ გაემგზავრება ამერიკაში, მაგისთვის არსებობს კრასნოდარი, გაცილებით უფრო ახლოს არის გამოცდილების გაზიარების კუთხით, გზაც ნაკლებია.

თუკი სერიოზულად მივუდგებით ამ საკითხს 30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად ყველა სფეროში გვეხმარება ჩვენ, მათ შორის სასამართლოში. რატო არ ახსენდებათ სასამართლოზე ზეწოლად, როდესაც უამრავი  მილიონი იხარჯებოდა რეფორმაზე," - აცხადებს"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის სერგო ჩიხლაძის შეფასებით, აშშ-ში წამსვლელთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ამოღება ზეწოლად არ შეიძლება ჩაითვალოს რადგან მას ადგილი არ ჰქონია განაჩენის გამოტანამდე, მისი თქმით, სასამართლოზე ზეწოლას "ქართული ოცნება" და სასამართლო კლანი ახდენს და არა აშშ.

"ლელოს" წევრი ლანა გალდავა მოსამართლის განცხადებებს ანტიდასავლური კამპანიის ნაწილად მიიჩნევს.

დღის ამბები