07 სექტემბერი 2026,   06:01
ვრცლად
ტატო გრიგალაშვილმა ზაგრებში საქართველოს მესამე მედალი მოუტანა

ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე გრან-პრიზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს, ტატო გრიგალაშვილმა მესამე მედალი მოუტანა, რომელმაც 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრაზილიელ მეტოქეს სძლია. ზაგრებში ჩვენი გუნდის ანგარიშზე 3 მედალია - 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

ტურნირის პირველ დღეს, ვერცხლის მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, ხოლო ბრინჯაო გიორგი სარდალაშვილმა დაისაკუთრა. ტატამზე შეჯიბრების დასკვნით დღეს ბექა ღვინიაშვილი, ილია სულამანიძე, გელა ზაალიშვილი და სოფიო სომხიშვილი გავლენ.

დღის ამბები