27 დეკემბერი 2024,   02:04
ვრცლად
ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემას გეგმავს – თეთრი სახლი

უკრაინაში, ომის 144-ე დღეს ოკუპანტების სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კრემლმა ხარკოვის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების ბრძანება გასცა, თუმცა იქამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იბომბება. რუსული, შორი დისტანციის საკრუიზო რაკეტებით დაიბომბა ქალაქ დნიპროში კოსმოსური სარაკეტო ქარხანა და მიმდებარე ქუჩის ტერიტორია, შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.

BBC ინფორმაციით, დაახლოებით 15 ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსები. ვაშინგტონის ინფორმაციით კი, ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადასაცემად ემზადება. რუსეთის დელეგაცია ირანში ერთ-ერთ აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატების სანახავად ბოლო 1 თვის განმავლობაში 2 ჯერ იმყოფებოდა , - ინფორმაციას თეთრი სახლის მრჩეველი ავრცელებს.

დღის ამბები