27 დეკემბერი 2024,   02:28
ვრცლად
"ქართული ოცნების" ლიდერები ხვალიდან რეგიონულ შეხვედრებს იწყებენ

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე რეგიონულ შეხვედრებს იწყებენ,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, 18 ივლისს შეხვედრა გაიმართება ბათუმში, 19 ივლისს ქობულეთში, 20 ივლისს ამბროლაურში.

პარტიის ხელმძღვანელები აჭარის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და პარტიის ადგილობრივ ლიდერებს შეხვდებიან.

დღის ამბები