27 დეკემბერი 2024,   02:16
ვრცლად
ოპოზიცი რიგგარეშე სხდომისთვის ემზადება - როგორია ხელისუფლების ოპონენტების პოზიცია 

გაიმართება თუ არა 18 ივლისს რიგგარეშე სესია, ამის შესახებ მმართველი გუნდის პოზიცია ცნობილია. იმის მიუხედავად, რომ უმრავლესობა სესიის ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს, ოპოზიციის ნაწილი სხდომისთვის მაინც ემზადება. 

"როდესაც პრეზიდენტმა გაიზიარა ჩვენი მიმართვა, ამ ვითარებაში უარის თქმა, ამ სამუშაო ფორმატზე და ამის ალტერნატივად კომისიების წარმოჩენა, რომ თითქოს კომისია არის სამუშაო ფორმატი და არა საკომიტეტო მოსმენა, ერთის მხრივ არის ჩვენი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და მეორეს მხრივ, არის მიზანმიმართული, რომ არ მოხდეს ჩვენი ერთად მუშაობა და არ გადაიდგას ნაბიჯები იმ ინკლუზიური პროცესისკენ, რომელსაც სწორედ ეს 12 წინაპირობა აყენებს", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია.


საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ვერ მოისმინა ოპოზიციიდან ის არგუმენტები, თუ რატომ არ ერთვებიან უმრავლესობის ოპონენტები ასეთი ტიპის განხილვებში. 

"სესიას, როგორც მე ვხვდები ამ მომენტში აზრი არ აქვს იმიტომ, რომ არ გაუვლიათ კომიტეტები, არც არსებობს კანონპროექტები - "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებებს არ გამოიტანს. მე ვერ მოვისმინე რატომ არ ერთვებიან ჩემი კოლეგები ოპოზიციიდან ასეთი ტიპის განხილვებში, თუმცა ჩემთვის არც სესია არის პრობლემა თუ გვაქვს სასესიო დარბაზში რამე გასარჩევი და სალაპარაკო, ვილაპარაკოთ, ესეც არ იქნება ცუდი. მე არ გამიგია რაიმე ალტერნატიული ხედვები, არ გამიგია ალტერნატიული კანონპროექტები, ისეთი რამ, რაც მართლა შეიძლება დისკუსიის საკითხი გახდეს", -აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

 

დღის ამბები