27 დეკემბერი 2024,   03:01
ვრცლად
ვწუხვარ, რომ პრეზიდენტმა პოპულისტური ინიციატივა გაიზიარა, რომელიც ბუნებაში არაფერს ემსახურება - ბექა ოდიშარია

გაიმართება თუ არა პარლამენტის რიგგარეშე სესია, ამის შესახებ მმართველი გუნდის პოზიცია ცნობილია. იმის მიუხედავად, რომ უმრავლესობა სესიის ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს, ოპოზიციის ნაწილი სხდომისთვის მაინც ემზადება.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა გაიზიარა პოპულისტური მიმართულებით წარმოშობილი ინიციატივა. 

"ოპოზიციას რომ ჰკითხო, უნდა ვიმსჯელოთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც მიღებული გვაქვს პირველი მოსმენით, თუმცა ეს არ წარმოადგენს 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილს. ეს იმ ფონზე, როდესაც 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე საკანონმდებლო ინიციატივა, ან კანონპროექტი, რომელიც განხილული არის სამუშაო ჯგუფებში, ან კომიტეტებში, ან ოპოზიციურ პარტიებს გამოთქმული აქვთ მათთან დაკავშირებით რაიმე აზრი. შესაბამისად, მე ვწუხვარ რომ საქართველოს პრეზიდენტმა გაიზიარა წმინდა პოპულისტური მიმართულებით წარმოშობილი ინიციატივა, რომელიც ბუნებაში არაფერს ემსახურება გარდა იმისა, რომ რამდენიმე მოლაპარაკე თავი ხელოვნურად ვასაზრდოვოთ, რაზეც ჩვენ არ ვართ განწყობილი", - განაცხადა  ბექა ოდიშარიამ.

დღის ამბები