15 ნოემბერი 2024,   13:15
ვრცლად
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ჩართულობით, პარლამენტში დღეს კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი იქმნება

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ჩართულობით, პარლამენტში დღეს კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი იქმნება. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული ვითარება, ხარვეზების გამოსწორება და დანაშაულთან ბრძოლის შემდგომი გაძლიერების წინადადებების შემუშავება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა უნდა იმსჯელონ.

უმრავლესობაში კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისთვის აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას.

დღის ამბები