"ქართული ოცნების" ლიდერები დღეიდან რეგიონებში შეხვედრებს იწყებენ. ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლები დღეს ბათუმში ჩადიან.
აჭარის გარდა ისინი გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე, პარტიის ადგილობრივ ლიდერებს შეხვდებიან. ანალოგიური დღის წესრიგი ხვალ ქობულეთში, ზეგ კი ამბროლაურშია გაწერილი.