27 დეკემბერი 2024,   01:13
ვრცლად
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საარჩევნო ცვლილებების შესახებ პრეზენტაცია გამართეს

პოლიტიკოსებმა ეკა ბესელიამ, დავით ჭიჭინაძემ და კახა კუკავამ საარჩევნო ცვლილებების შესახებ პრეზენტაცია გამართეს.

საუბარია ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის მიღებასა და საარჩევნო სისტემის განახლებულ ვერსიაზე.

პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

პოლიტიკური მოძრაობა ”ტრიბუნას” თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ემიგრანტებს არჩევნებზე ხმის მიცემის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. 

"ცვლილებები მიმართულია საარჩევნო სისტემაზე, ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს ხმის მიცემა უნდა გაუმარტივდეთ. ამის რეალიზება შესაძლებელია დისტანციური ხმის მიცემით, ამას იყენებს რამდენიმე ქვეყანა,"- აცხადებს ჭიჭინაძე.

დღის ამბები