26 დეკემბერი 2024,   23:34
ვრცლად
საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რეგულარულად გვაქვს საუბრები კოლეგებთან და ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

რუსეთ-უკრაინის ომი და აგრესორის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სახელმწიფო დეპარტამენტში. "კურიერის" ჟურნალისტმა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს კითხვით მიმართა. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსანმა განაცხადა, საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია და მათ რეგულარულად აქვთ საუბრები ქართველ კოლეგებთან.

ასევე, როგორც სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ განაცხადა, ამერიკა აგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას რეფორმების მიმართულებით. დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა ამ ომიდან გამარჯვებული გამოვა და ამერიკას სურს იხილოს აყვავებული, დემოკრატიული უკრაინა, რომელსაც შეუძლია რუსული აგრესიის შეკავება და თავდაცვა.

"თუ რუსეთი არ გადაიხდის მძიმე ფასს, ეს იქნება მესიჯი სხვებისთვის, რომ მათაც შეუძლიათ დაიპყრონ ტერიტორიები მცირე შედეგით ან თუნდაც უშედეგოდ. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას უკრაინის მხარდასაჭერად, ჩვენს უპრეცედენტო სანქციებზე დაყრდნობით, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ პუტინს და მის დამხმარეებს. ჩენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება" - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ.

დღის ამბები