29 აგვისტო 2026,   20:59
ვრცლად
დღეს, სოსო გოგაშვილის უფლებადამცველები, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელთან ერთად, ბრალდებულს მოინახულებენ

დღეს, სოსო გოგაშვილის უფლებადამცველები, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელთან ერთად, ბრალდებულს მოინახულებენ. ადვოკატების განცხადებით, ყოფილი მაღალჩინოსანი მისი დაკავების ეპიზოდთან დაკავშირებით გამოიკითხება.

კიდევ ერთი გამოძიება გოგაშვილის მოთხოვნით დაიწყო. მოხდა თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებისას ძალის გადამეტება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაარკვევს. უფლებადამცველები კი აცხადებენ, რომ მათ დაცვის ქვეშ მყოფთან აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრების თაობაზე ისაუბრებენ და ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებენ.

"დამიკავშირდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი. ვაპირებთ ბატონ სოსო გოგაშვილთან შესვლას გამოკითხვის მიზნით და ასევე ჩვენ საუბარი გვექნება შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრების საკითხზეც, დიდი ალბათობით გავასაჩივრებთ.

დაკავების დღესვე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის მიერ მოხდა გასაუბრება, რაც გახდა საფუძველი უკვე აღნიშნული სამსახურის მხრიდან გამოძიების დაწყებისა, თუმცა გასაუბრების ოქმის შემდეგ უკვე საჭიროა ოფიციალურად მოხდეს მისი გამოკითხვა", - განაცხადა სოსო გოგაშვილის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

დღის ამბები