საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს ინსპექტირების, რეინსპექტირების, გამოძიების, დახმარებისა და სწავლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ქართულმა მხარემ კი, მათ საკუთარი საქმიანობის ძირითადი ასპექტები გააცნო.