15 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
რატომ დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი- ანრი ოხანაშვილის განმარტება

მმართველ გუნდსა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეხვედრა დასრულებულია. სამუშაო ჯგუფმა, რომელიც დეოლიგარქიზაციის საკითხზე და ევროპული რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობს, ე.წ. უკრაინული მოდელი განიხილა.

ამ მოდელის მიხედვით, საუბარია 4 კრიტერიუმზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელიც ოლიგარქად მიიჩნევა. ოპოზიციის ნაწილი, რომელიც სხდომას ესწრებოდა, გარკვეულ ხარვეზებზე საუბრობს და თვლის, რომ ამ მოდელის გადმოტანა ქართულ რეალობაში პირდაპირ არ უნდა მოხდეს. უმრავლესობა კი ამბობს, რომ ეს ჯერჯერობით მსჯელობის საგანია.

"რატომ უკრაინული მოდელი?! იცით, რომ იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც იქნა მიღებული უკრაინასთან მოლდოვასთან და საქართველოსთან მიმართებაში არის შესაბამისი პუნქტები. უკრაინასთან მიმართებაში ერთ-ერთ პუნქტად საუბარია დეოლიგარქიზაციაზე და საუბარია მიღებული კანონის იმპლემენტაციაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ევროკომისია მიიჩნევს უკრაინულ კანონს საჭიროდ, რომ მისი ცხოვრებაში იმპლემენტაცია მოხდეს, ჩვენთვის ევროკომისიის მიერ მოცემული გეგმის შესრულების გზაზე, რა თქმა უნდა, უპირატესია სწორედ მათი ხედვა.

ეს უკრაინული მოდელი ძირითადად ეფუძნება 4 ძირითად კომპონენტს - პირველი ეს არის- პოლიტიკაში ჩარევების კომპონენტი; მეორე- დიდი ოდენობით ფინანსური რესურსი, რომელიც გამოითვლება საარსებო მინიმუმი გამრავლებული 1 მილიონზე; მესამე ეს არის მედიაზე გავლენა და მეოთხე არის დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე. ამ 4 კომპონენტიდან 3 თუ იქნება დაკმაყოფილებული უკრაინული მოდელით, მაშინ პირი მიჩნეულ იქნება ოლიგარქად, დგება რეესტრის და ხვდება ამ პირების რეესტრში შეყვანა. ამ გადაწყვეტილება იღებს უკრაინის მთავრობა, რომელსაც საბოლოოდ აფორმებს პრეზიდენტი", -აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. 

დღის ამბები