15 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
მმართველი გუნდი არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ხვდება - მთავარი თემა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაა

ამ წუთებში მმართველი გუნდი არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ხვდება. მთავარი თემა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაა. მანამდე კი შეხვედრა გაიმართა სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ესწრებოდა, განიხილეს დეოლიგარქიზაციის ნაწილი და ე.წ. უკრაინული მოდელი.

"ძალიან საინტერესო იქნება რა გეგმა აქვს ხელისუფლებას იმიტომ, რომ ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ პროცესთან დაკავშირებით ხელისუფლების გეგმები და შინაარსზე ფაქტობრივად პასუხები არ მიგვიღია. ამიტომ, რა თქმა უნდა გვექნება კითხვები შინაარსთან მიმართებით, რა მიმართულებით აპირებს ხელისუფლება ნაბიჯების გადადგმას. ასევე, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ იმ 12-პუნქტიან გეგმაზე, რომელიც სამოქალაქო სექტორმა ხელისუფლებას და ზოგადად პოლიტიკურ სპექტრს შესთავაზა, რომ შესრულდეს და ჩვენ ამ გზით შევძლოთ კანდიდატის სტატუსის მოპოვება", -აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი. 

დღის ამბები