15 ნოემბერი 2024,   13:17
ვრცლად
სასტუმროს გადაფორმება ინფორმაციის სანაცვლოდ - ვის შეხვდა სოსო გოგაშვილი უკრაინაში

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია სოსო გოგაშვილის 8 ბინასა და 4 ავტომობილში ჩხრეკის ჩატარების შესახებ, "კურიერისთვის" კიდევ ერთი ინფორმაცია ხდება ცნობილი. საუბარია კიდევ ერთ უძრავ ქონებაზე, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში გოგაშვილების ოჯახს ეკუთვნის.

"კურიერის" ინფორმაციით, 2020 წელს სოსო გოგაშვილი უკრაინაში გია ლორთქიფანიძეს შეხვდა, რომელიც ახლა უკრაინის კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანია.

"კურიერის "ინფორმაციით, გოგაშვილმა ლორთქიფანიძეს გარკვეული ინფორმაცია გადასცა, რის სანაცვლოდაც მას სიღნაღში სასტუმრო "ხირსა" გადაუფორმეს.

სასტუმრო გოგაშვილების ოჯახს საჩუქრად ბექა პაატაშვილმა და კახა ნინუამ გადასცეს, რომლებიც დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორები არიან.

იმას, რომ სასტუმრო "ხირსა" მის სახელზეა გადაფორმებული "კურიერთან" ადასტურებს სოსო გოგაშვილის შვილი ნიკოლოზ გოგაშვილი. თუმცა ემოციური ფონის გამო დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს და პასუხებისთვის ადვოკატებთან ამისამართებს.

დღის ამბები