03 მაისი 2024,   20:46
ვრცლად
მილიონობით ლარის ინვესტიცია შეღავათიანი აგრო კრედიტის დახმარებით - მსოფლიო ბაზარზე შექმნილი ხორბლის დეფიციტის ფონზე საქართველო გაორმაგებულ მოსავალს ელოდება

მილიონობით ლარის ინვესტიცია შეღავათიანი აგრო კრედიტის დახმარებით, რომელიც ქართველ ფერმერებს შარშანდელთან შედარებით უპრეცედენტო მოსავლის აღების საშუალებას აძლევს.

მსოფლიო ბაზარზე შექმნილი ხორბლის დეფიციტის ფონზე საქართველო მარცვლეულის გაორმაგებულ მოსავალს ელოდება. სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამების საშუალებით წელს ფერმერებმა დამატებით თანამედროვე ტექნიკა და ხილის გადამამუშავებელი საწარმოები მიიღეს, ახლა კი პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გასატანად ემზადებიან.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებით ქართული ხილი და ბოსტნეული უკვე იყიდება ისეთ ქვეყნებში როგორიცაა, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა და კატარი.

სახელმწიფოს დახმარებით კახეთის რეგიონში ამოქმედდა სპეციალური საკოორდინაციო ცენტრიც, რომელიც უცხოელ ექსპორტიორებს საშუალებას მისცემს ქართული პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე დაბრკოლების გარეშე გაიტანონ.

დღის ამბები