27 დეკემბერი 2024,   03:06
ვრცლად
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი დაამტკიცეს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი დაამტკიცეს. ამის შესახებ ევროკავშირში ლიეტუვის მუდმივი წარმომადგენელი, არნოლდას პრანკევიჩუსი "ტვიტერის" გვერდზე წერს.

"ჩვენ ახლახანს დავამტკიცეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს ოქროს აკრძალვას, ექსპორტზე დამატებით კონტროლს, "სბერბანკის" აქტივების გაყინვას და 50-ზე მეტ ახალ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის პოლიტიკოსებს, სამხედრო მეთაურებს, ოლიგარქებს, პროპაგანდისტებს," – წერს ევროკავშირში ლიეტუვის მუდმივი წარმომადგენელი.

დღის ამბები