22 დეკემბერი 2024,   05:06
ვრცლად
ეს პროცესი მიიყვანს საქართველოს კანდიდატის სტატუსამდე, მაგრამ ასევე მიიყვანს რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკურ განადგურებამდე - რატი იონათამიშვილი რეკომენდაციებზე მუშაობის შესახებ

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ 12 პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით რეალური სამუშაო პროცესი მათ მიერ ინიცირებულ სამუშაო ჯგუფებში მიმდინარეობს. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის რატი იონათამიშვილის თქმით, რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი დღეს არის ერთი და ოპოზიციის მხრიდან ალტერნატიული პროცესის შესახებ საუბარი მათთვისვე არის დამაზარალებელი. 

"ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის გუშინაც აღნიშნეს საჯარო განცხადებებში, რომ ნებისმიერი ალტერნატიული პროცესი იყო მათთვისაც მიუღებელი. როდესაც ამის ფონზე, რადიკალური ოპოზიცია ისევ ალტერნატიულ პროცესებზე საუბრობს, ამით მე ვფიქრობ, ისინი კიდევ უფრო უხერხულ და მძიმე მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს. რეალურად, პროცესი არის მხოლოდ ერთი, ის პროცესი, რომელიც დღეს არის ინკლუზიური, პროაქტიური და ისინი ცდილობენ, რომ საკუთარი თავგანწირული ბოიკოტი რამენაირად შეფუთონ. ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენენ ამ პროცესზე, ეს პროცესი მიიყვანს საქართველოს კანდიდატის სტატუსამდე, მაგრამ ასევე მიიყვანს მათ პოლიტიკურ განადგურებამდე,“ - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

დღის ამბები