22 დეკემბერი 2024,   05:35
ვრცლად
გვსურს ეს კონფლიქტი, რომელიც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს იწირავს, შეძლებისდაგვარად სწრაფად დასრულდეს - რეჯეფ ტაიპ ერდოღანი​

უკრაინიდან 20 მილიონ ტონამდე მარცვლეულის შესაძლო ექსპორტს თურქეთის პრეზიდენტი ეხმაურება. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი იმედოვნებს, რომ ეს შეთანხმება მსოფლიოში უამრავ ადამიანს შიმშილისგან იხსნის.

აქვე, თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ კონფლიქტი, რომელიც უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. 

"გემების ტრანზიტით, რომელიც მომდევნო დღეებში დაიწყება, ჩვენ შევთავაზებთ შავი ზღვიდან ახალ ტალღებს სუნთქვისთვის მრავალ ქვეყანას. დღეს შეთანხმებული ტექსტით, ჩვენ ხელს შევუწყობთ შიმშილის საფრთხის თავიდან აცილებას, რომელიც ელოდა მილიარდობით ადამიანს მთელს მსოფლიოში. აფრიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე, ამერიკიდან აზიამდე. მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს მარაგების გლობალური უსაფრთხოება სოფლის მეურნეობისა და სურსათის სფეროში. ჩვენ ასევე ვეხმარებით სურსათის ინფლაციის კონტროლს, რომელიც გლობალურ პრობლემად იქცა. თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება. არა მხოლოდ ამ ქვეყნებს, არამედ მთელ მსოფლიოს ექნება დანაკარგები. კონფლიქტი, რომელიც 5 თვეა გრძელდება და მისი გლობალური ეფექტები სამწუხაროდ ამართლებს ამ პროგნოზებს, ჩვენ გვსურს, რომ ეს კონფლიქტი, რომელიც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს იწირავს, შეძლებისდაგვარად სწრაფად დასრულდეს,“ - აცხადებს რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.

დღის ამბები