22 დეკემბერი 2024,   05:39
ვრცლად
შეთანხმება შვების მომტანი იქნება გაკოტრების ზღვარზე მყოფი განვითარებადი ქვეყნებისთვის - ანტონიო გუტიერეში უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ხელმოწერაზე

უკრაინიდან 20 მილიონ ტონამდე მარცვლეულის შესაძლო ექსპორტს გაერო გაკოტრების ზღვარზე მყოფი განვითარებადი ქვეყნებისთვის შვების მომტანს უწოდებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი,  ანტონიო გუტიერეში ამბობს, რომ შეთანხმება ახელს შეუწყოს გლობალურ ბაზარზე სურსათის ფასების დასტაბილურებას. 

"ეს არის შეთანხმება მთელი მსოფლიოს სასარგებლოდ. ეს შვების მომტანი იქნება გაკოტრების ზღვარზე მყოფი განვითარებადი ქვეყნებისთვის, ისევე როგორც შიმშილის პირას მყოფი დაუცველი ადამიანებისთვის. ეს შეთანხმება ახელს შეუწყოს გლობალურ ბაზარზე რეკორდულ დონეზე მისული სურსათის ფასების დასტაბილურებას, რაც ჯერ კიდევ ომამდე დიდ პრობლემას წარმოადგენდა განვითარებადი ქვეყნებისთვის," - განაცხადა გუტიერეშმა.

დღის ამბები