15 ნოემბერი 2024,   12:59
ვრცლად
მსოფლიოში სასურსათო კრიზისზე ბრალეულობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება - შარლ მიშელი

მსოფლიოში სასურსათო კრიზისზე ბრალეულობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კიევში მიმდინარე პირველი ლედების და ჯენტლმენების სამიტზე განაცხადა.

შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ზეწოლას რუსეთზე და პარტნიორებთან ერთად გააკეთებს ყველაფერს, რათა უკრაინაში სამხედრო დანაშაულის ჩამდენ ყველა პირს პასუხისმგებლობა დაეკისროს.

"კრემლის ომი უკრაინის წინააღმდეგ უკიდურესად დიდ გავლენას ახდენს სასურსათო უსაფრთხოებაზე. რამდენიმე საათის წინ რუსული რაკეტები ოდესისკენ იქნა გაშვებული, უმიზნებდნენ მილიონობით ტონა მარცვლეულს, რომლებიც პორტებშია რუსული ბლოკადის გამო. ეს უზარმაზარ საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს მთელს მსოფლიოში. მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი არის დამნაშავე ამ კრიზისში. მხოლოდ მას ეკისრება ბრალი მსოფლიოში არსებულ სასურსათო საშიშროებაში. ამიტომ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩება", - აცხადებს შარლ მიშელი. 

დღის ამბები