07 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
ჩემი შვილი აქ არის დაბადებული, გაზრდილი, არავისთვის არაფერი არ უკადრებია, შეგიძლიათ ხალხს შეეკითხოთ - "კურიერმა" შიდა ქართლში მომხდარი მკვლელობის დეტალები გაარკვია

როგორც "კურიერმა" გაარკვია, შიდა ქართლის სოფელ კარბში მეზობლებს შორის კონფლიქტი სარწყავი არხის გამო დაიწყო და სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათი ინფორმაციით, თავდაპირველად მოკლულმა 33 წლის მამაკაცმა მეზობელს ბლაგვი საგნით მიაყენა დაზიანება, რაც მისმა დედამ დაინახა, რის შემდგომაც ასაკოვანმა ქალმა, შვილის თავდაცვის მიზნით, 33 მამაკაცს თავში ქვა ჩაარტყა. მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

"შრომის მეტი ამ ადამიანს არაფერი გაუკეთებია. პატიოსანი ადამიანი იყო, გამარჯობასაც რომ ეტყოდნენ, თავს ხრიდა, მეტი რაღა ვთქვა. შვილი კი არ მომიკვდა, მომიკლეს. მომიკლა ლევანიმ და დედამისმა. ჩემი შვილი აქ არის დაბადებული, გაზრდილი, არავისთვის არაფერი არ უკადრებია, შეგიძლიათ ხალხს შეეკითხოთ," - ამბობს გარდაცვლილის მამა. 

სამართალდამცველებმა 70 წლის ქალი მომხდარიდან მალევე დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები